
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სკოლის 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ინფიცირებული მეცხრეკლასელის კონტაქტი არიან.
სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დილიდან მუშაობს.
ველისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ოფიციალურად არ შეწყვეტილა, თუმცა მშობლებმა მოსწავლეების სკოლაში გაშვებაზე უარი თავად თქვეს.
შეწყდება თუ არა სწავლის პროცესი სოფელში, ეპიდემიოლოგების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დამატებით გარდაიცვალა 6 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 36 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.
ავტორი: ია გულიაშვილი.