აჭარაში მოხუცთა სახლის და გერიატრიული თავშესაფრის 28 ინფიცირებული ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

აჭარის, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში  ჯამში 250 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან 28 მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის ბენეფციარია.

სამედიცინო დაწესებულებიდან და კოვის სასტუმროდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა, - აცხადებენ უწყებაში.

აჭარაში მკურნალობას კლინიკებში 512 პაციენტი აგრძელებს, მათგან 12 არასრულწლივანი, 21 ორსულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დამატებით გარდაიცვალა 6 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია -  10 752;
  • გამოჯანმრთელებულია -  5 866;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 72;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 574
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 338
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 36 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი