უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევა ფორსმალურ რეჟიმში მიმდინარეობს - ასე შეაფასა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ,გამოცხადებული კონკურსი, რომლითაც საბჭოს 9 წევრი უნდა შეირჩეს.
ჯანეზაშვილის თქმით, პარლამენტის მსგავსად, იუსტიციის საბჭო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და დასკვნას არ დაელოდა და შერჩევის პროცესი მაინც დაიწყო.
ეს უკვე არის მეორე შემთხვევა, როცა პარლამენტში წარდგენილი კანდიდატები გაწვეულად იქნენ მიჩნეული. პირველად ეს 2018 წელს მოხდა. საქმე გახლავთ იმაში, რომ საბჭო, როგორც პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და ისე დაიწყო შერჩევის პროცედურები, -
თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით დღეს, 9 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სასამართლო სისტემის რეფორმებზე. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ვენეციის კომისიას უნდა დალოდებოდა და ეს ფაქტი, როგორც ქვეყნის რეპუტაციას, ისე სასამართლო სისტემას ვნებს.
იუსტიციის საბჭოში 9 ვაკანტურ ადგილზე განცხადების მიღება დღეს დაიწყო და 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.