ქუთაისში სავაჭრო ცენტრები დააჯარიმეს - დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში შრომის ინსპექციამ მსხვილი სავაჭრო ცენტრები დააჯარიმა. სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციას ყველა შესასვლელში ძვირადღირებული თერმოსკრინინგის დეტექტორები მოსთხოვეს, რომელიც 2 ათასი ლარი ღირს.
დაჯარიმებულ ობიექტებზე ამბობენ, რომ ისინი მომხმარებელთა თერმოსკრინინგს ანხორციელებდნენ, თუმცა არა დეტექტორმოწყობილობით.

ამ წუთებში დაჯარიმებულ სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ. "სირცხვილი, სირცხვილი", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

გუშინ სახელმწიფომ განახორციელა სადამსჯელო ღონისძიება ჩვენი შენობის მიმართ. გამოგვიწერა 10 000 ლარიანი ჯარიმა წელში გაწყვეტილ მიკრო, საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მოგვთხოვა 15 000-ლარიანი ინვენტარის შეძენა. იმერეთში 4 ორგანიზაცია დაჯარიმდა 10 000 ლარიანი ჯარიმით, მაინტერესებს დენდროლოგიურ პარკში ამდენი ადამიანი როცა იყო, მაშინ ვინ დაჯარიმდა? - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ ორგანიზაცია ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს და მთავრობას მოუწოდებს, რომ მოქალაქეებზე იზრუნოს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დამატებით გარდაიცვალა 6 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია -  10 752;
  • გამოჯანმრთელებულია -  5 866;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 72;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 574
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 338
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი