ბანკებისგან დაზარალებული მოსახლეობა ქობულეთში აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ქობულეთში გადაკეტილია ცენტრალური - აღმაშენებლის ქუჩა. საპროტესტო აქციას ბანკისგან დაზარალებულები მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვა საბანკო ვალდებულებების გადავადება, პროცესის გაყინვა და შეღავათიანი კრედიტების აღებაა.

ამ მოთხოვნებით ქობულეთელები უკვე მე-12 აქციას მართავენ. ისინი "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ, შემდეგ კი გზა გადაკეტეს და მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მათ კონკრეტული პასუხი გასცეს, როდის მოგვარდება მათი პრობლემები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა, რის გამოც ისინი საბანკო ვალდებულებებს ვერ იხდიან. შეკრებილთა შორის არიან, როგორც საოჯახო სასტუმროების, ისე კაფე-ბარებისა და რესტორნების მეპატრონეები.

აქციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი