მეცნიერები ჩემს დაბნევას ცდილობდნენ - მამა კირიონის ჩვენება მელაშვილის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილის წინააღმდეგ მთავარი მოწმე მამა კირიონია. მისი ჩვენება "მთავარმა არხმა" მოიპოვა. 

ჩვენებაში მამა კირიონი წერს, რომ გარეჯის საკითხზე საუბრისას მელაშვილი მის დაბნევას ცდილობდა. 

ის (ივერი მელაშვილი) ყველა ხრიკს და ყველა ღონეს ხმარობდა ჩვენს და კერძოდ, პირადად ჩემს დასაბნევად. მასთან პირადი შეხვედრებისას მანახებდა სხვადასხვა წლის რუკებს, რომელიც მოგვიანებით გავიგე, რომ არავითარ შემხებლობაში არ იყო გარეჯის საკითხის იურიდიულ ჩარჩოსთან და ამ მანიპულაციებით ცდილობდა ქართული საზოგადოების, ეკლესია-მონასტრებისა და ჩემს დაბნევას, - წერს მამა კირიონი ჩვენებაში

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი