ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, covid-19-ის ტესტი 288 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან კორონავირუსი 99 პირს დაუდასტურდა.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად გუდაურთის საავადმყოფოში138 პაციენტი მკურნალობს, მათგან 15 პირი მძიმე მდგომარეობაშია.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 2170-ს აღწევს, 814 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.
აქვე, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 313 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დამატებით გარდაიცვალა 6 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 36 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.