დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 222 აჭარიდანაა, 137 თბილისიდან, 4 იმპორტირებულია - ენდელაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 10 ოქტომბერს, კორონავირუსის ახალი 519 შემთხვეევიდან 222 აჭარიდანაა, 137 კი თბილისიდან.

აჭარაში 222 ახალი შემთხვევა, ოდნავ მოიმატა, მაგრამ ბევრი არ არის, თბილისში ოდნავ შემცირდა - 137, იმერეთში 99, ქვემო ქართლში 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში 10-10, შიდა ქართლში 7, სამეგრელო-ზემო სვანეთი 5; კახეთი 3; სამცხე-ჯავახეთი 1 და 4 იმპროტირებული შემთხვევაა, - თქვა მარინა ენდელაძემ.

ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის კრიტიკულად მძიმეა 57 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 8 აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი 1 კი, ცხინვალიდან. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დაასტურდა, 253 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი