ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), კოვიდპანდემიის გამო, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სადამკვირვებლო მისიებს შეზღუდული ფორმატით გამოგზავნის. ჩამოთვლილ ქვეყნებში, სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაწყებულ გრძელ და მოკლევადიან საარჩევნო დაკვირვებებს 3 მისია განაგრძობს.
ამის შესახებ, სპეციალურ განცხადებას ეუთოს ვებგვერდზე ვკითხულობთ.
როგორც განცხადებაში წერია, შეზღუდვების შემოღება, ძირითადად, კორონავირუსის გამო დაწესებულმა ფრენისა და გადაადგილების აკრძალვამ განაპირობა.
OSCE/ODIHR-ის განმარტებით, მისია ყურადღებით დააკვირდება ყოველ საარჩევნო დღეს. ექსპერტთა გუნდითა და დემოკრატიული მეთოდოლოგიებით კი შეეცდება, საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.
ცნობისთვის, თავდაპირველი ინფორმაციით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე OSCE/ODIHR საქართველოში 380-მდე დამკვირვებლის გამოგზავნას აპირებდა.