კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 87-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 87- მდე გაიზარდა. სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ლაგოდეხში, ერთი ყვარელში და ერთი სოფელ ერისიმედში დადასტურდა. ბოლო 24 საათში, რეგიონში, 44 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ერისიმედს მეორე დღეა პოლიცია და ეპიდემიოლოგიური სამსახური აკონტროლებს. იქ შემსვლელ და გამომსვლელ ყველა პირს თერმოსკრინინგი უტარდება.

კახეთიდან ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 236 ნიმუში გაგზავენს. რეგიონში კორონავირუსის სტატისტიკა შემდეგია: ახმეტაში -19;  თელავში - 6; გურჯაანში- 12; ყვარელში -19; ლაგოდეხში - 21; დედოფლისწყაროში -2 და სიღნაღში -8 შემთხვევაა დადასტურებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დაასტურდა, 253 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი