ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე აღმართული დახეული დროშა ჩამოხსნა. ეს მაშინ, როცა დღეს დილით "მთავარმა არხმა" გააშუქა, რომ ქვეყნის დროშა ქალაქის თავზე დახეულ მდგომარეობაში ფრიალებდა.
აქვე, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 50 000-ლარიანი დროშა ქუთაისში ქარმა წაიღო.
ცნობისთვის, ეროვნული სიმბოლიკის აღმართვა ქუთაისში ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. ჯერ, მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ ნიადაგი, სადაც დროშის დგარი უნდა მოწყობილიყო, არ შეუსწავლია, სხვა ტენდერები კი ან შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე ბოლო მომენტში თქვა უარი. მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში შპს "ნიუ იბერიამ" გაიმარჯვა, რომელსაც დროშის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 49 959 ლარი გადაეცა.
რამდენიმე თვის წინ, ეროვნული სიმბოლიკის აღმართვას ადგილობრივი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.