საიდან მოვიდა რუკა, რომელსაც ქართული ოცნება ახლა იყენებს, უდანაშაულო ადამიანების დასკავებლად, ოპონენტების პოლიტიკურად გასანეიტრალებლად? ის თავდაცვის სამინისტროს გადასცა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა, რომელსაც თურმე აქვს ასეთი ჰობი - დაძვრება საბჭოთა არქივებში და ეძებს საიდუმლო რუკებს.
ამ ადამიანს კი 1936-38 წლებში შედგენილი რუკის მოძიება დაავალა რუსულ-ქართული წარმომავლობის ბიზნესმენმა, ბეჟან მაისურაძემ. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, იგორ გიორგაძის მეგობარია და მასთან ერთად საქველმოქმედო ფონდიც აქვს დაფუძნებული.
მაგრამ ყველაზე საინტერესო იწყება ამ თხოვნის შემდეგ - ხიდაშელი ჯერ ერთ რუსულ გასამხედროებულ ინსტიტუტში პოულობს ამ რუკას, შემდეგ კი მიდის და ამ რუკის შესწავლას ავალებს უშიშროებასთან დაკაშირებულ მეორე რუსულ ინსტიტუტს. ამის შემდეგ ასკვნის, რომ ვიღაცებმა ქართული მიწა გაასხვისეს, ჩამოდის თბილისში და მის ცნობას უტყუარ ფაქტად იღებს თავდაცვის სამინისტრო. არადა წესით, ამ უწყებაში ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ, რომ რუსეთიდან მიღებული ასეთი საჩუქარი - ჩვეულებრივი ნაღმია.