ხაშურის ცენტრში დაჭრილი გოგოს მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 23 წლის ქალის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. სალომე ჩიქოვანი ხაშურის საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადამ გვიან ღამით თბილისში, ბოკერიას რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანა.

მანამდე დაჭრილს ხაშურში რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ქალს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში გქონდა მიყენებული.

სალომე ჩიქოვანი გუშინ რუსთაველის ქუჩაზე, უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით, ყოფილმა მეუღლემ დაჭრა, 28 წლის მიხეილ ლომსაძე დაკავებულია და გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ოჯახის წევრების თქმით, მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი