ბიზნესთან ერთად, ნებისმიერი მოქალაქე დაუცველია - გამოუძიებელი კრიმინალი

გამოქვეყნდა:

აფხაზეთიდან დევნილი ნანი ფუტკარაია იმ უმძიმესი საქმის დეტალებს იხსენებს, რომელიც პროკურატურამ ერთი წელია, თაროზე შემოდო. 

ერთი წლის შემდეგაც, ყველაზე მძიმედ ახსოვს მძარცველების მუქარა, რომლებიც შვილების გატაცებით ემუქრებოდნენ, თუ ძვირფასეულობას და თანხას არ მისცემდა. მაშინ მიხვდა, რომ ყაჩაღებისთვის კარგად იყო ცნობილი მისი გადაადგილების მარშრუტი, ვინაიდან, ძარცვამდე ერთი კვირის განმავლობაში ამჩნევდა ადევნებულ მანქანას. 

ყაჩაღების გაქცევის შემდეგ, ნაცემმა ქალმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა. პატრულიც მათ გამოიძახეს. ნანი ფუტკარაია ამბობს, რომ გამოძიებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, ცხელ კვალზე არ შეამოწმეს სხვა ბინები, არ ამოიღეს ან ვერ გაშიფრეს კამერების ჩანაწერები, გვიან ჩაუტარეს ექსპერტიზა. 

ნანი ფუტკარაია დარწმუნებულია, რომ ყაჩაღების პოვნა რთული არ იქნებოდა. ფიქრობს, რომ დამნაშავეებს მფარველები ჰყავთ და გამოძიებაც სწორედ ამიტომ გაიყინა ერთ ადგილზე.

დღემდე მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ რჩებიან ნანი ფუტკარაიას მცირეწლოვანი შვილებიც. მისი საქმე კი იმ გამოუძიებელ დანაშაულებს ემატება, რომლის ჩამდენებიც ქუჩაში დაუსჯელად დადიან. 

ავტორი: ნენე დალაქიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი