ვარკეთილში "რიკო კრედიტის" ფილიალის დაყაჩაღება სცადეს

გამოქვეყნდა:

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, "რიკო კრედიტის" ფილიალზე თავდასხმა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, დილის 5 საათზე ცეცხსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი, რომელსაც თან ხელყუმბარაც ჰქონდა, ფილიალში შეიჭრა. თავდამსხმელი ფულს ითხოვდა, ამ დროს კი ადგილზე დაცვის თანამშრომელი და მოლარე იმყოფებოდნენ.

მძარცველი შეიჭრა შენობაში იარაღით და შემდეგ მოხდა აბსოლუტურად ყველა პროტოკოლის დარღვევა ჩვენი თანამშრომელბის მიერ. კოორდინატორს არ ჰქონდა საგანგაშო ღილაკი თან, ასევე შიგნით არსებობს ორი დაცული ბრონირებული კარები, რატომღაც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო მოლარემ ორივე კარები გააღო და შეიარაღებული მძარცველი აღმოჩნდა სალაროში, - თქვა "რიკო კრედიტის" წარმომადგენელმა, ლაშა ნიკოლაიშვილმა.

მძარცველმა სალაროში შესვლა შეძლო, თუმცა ადგილზე მისულმა დავიცს პოლიციამ მდგომარეობა განმუხტა. ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია და ის პოლიციამ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. 

ავტორი: დავით ებანოიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი