ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წინანდალში. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულია მძღოლი, რომელიც ტრავმებით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, "მიცუბიშის მარკის" ავტომობილი თავდაპირველად გზის საწინააღმდეგო მონაკვეთზე გადავიდა, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვავს გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოწვია.
დანაშაული ჯარიმით ან სამ წალმდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ავტორი: ია გულიაშვილი.