რუისში მოსახლეობა სპორტკომპლექსის რუსულ კომპანიაზე გასხვისებას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სოფელ რუისში, ცენტრალურ სტადიონზე აქციას მართავს. ადგილობრივების პროტესტის მიზეზი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაა, რომლის გადაცემაც ხელისუფლებას რუსული კომპანიისთვის აქვს დაგეგმილი.

"ხელები შორს რუსის სპორტული კომპლექსისგან", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ადგილობრიევბი ამბობენ, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას არ შეეგუებიან და იქამდე იბრძოლებენ სანამ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად სოფლის მოსახლეობას არ დაუბრუნდება. 

ვაპროტესტებთ რუსისი სპორტული მოედნის გაყიდვას რუსეთზე და რუსულ კომპანიაზე, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი დუგლაძე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომლის ძმა, ზაალ დუგლაძე კენჭს იყრის "ქართული ოცნებიდა" ქარელი-ხაშურის ოლქში, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიის დასაბრუნებლად 10 თევა იბრძვიან და ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ მოღალატეობრივს საქმიანობას თავი დაანებონ.

აქციას შეუერთდა ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნატო ჩხეიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლომ სოფლის მოსახლეობა დააკმაყოფილა და ტერიტორია სოფლის მცხოვრებლებს გადასცა. მისი თქმით, ხელისუფლება სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ცნობს და კანონს არღვევს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი