დრეს საქართველოში დადასტურებული 523 ახალი კოვიდშემთხვევიდან, ყველაზე მეტი, 194 - თბილისიდანაა. ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეპიდემიის მეორე ტალღის დადგომამდე, ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა უნდა შეემუშავებინა, რათა დღის წესრიგში არ დამდგარიყო საწოლების დეფიციტი. მათი შეფასებით, არასაკმაირისი საწოლფონდის პრობლემა თბილისში მალე გაჩნდება.
როგორც ვხედავთ, ეპიდემია ნელნელა თბილისშიც იკიდებს ფეხს და ისეთივე უკონტოროლო ხდება, როგორც აჭარაში - ეს "ოცნების" უმოქმედობის ბრალია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ხელისუფლებამ დაგვიანებით, მაგრამ მაინც, იზრუნოს ჯანდაცვის სისტემაზე, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.