დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 194 თბილისიდანაა, 172 აჭარიდან - მარინა ენდელაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 523 შემთხვევიდან 194 თბილისში დადასტურდა.

სამწუხაროდ, ახლა პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა ჩვენ და გახლავთ 194 ახალი შემთხვევა თბილისში დადასტურებული, აჭარაში, საბედნიეროდ, იკლებს და გახლავთ 172 პაციენტი, 117 იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთი 16, გურიასა და შიდა ქართლში 7-7, 4 ქვემო ქართლში, 3 კახეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა მთიანეში 1, - თქვა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 208 პირი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 11 794;
  • გამოჯანმრთელებულია - 6 327;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 85;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 971;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი