ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კაცი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული მძღოლია და ის ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი.
მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტომობილი ამობრუნდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ია გულიაშვილი