თბილისში, თოიძის 35 ნომერში, ხელყუმბარა იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინეს.
ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.