თბილისის რამდენიმე ბაღში მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისის რამდენიმე ბაღში მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდა. კალაძეს არ დაუსახელებლია, რომელი ბაღებია, თუმცა მისვე თქმით, ეს ბაღები არ გაიხსნება და არ დაიწყებენ მუშაობას.

"მშობლები უკვე გაფრთხილებული არიან, რათა დავიცვათ ბავშვებისა და იქ მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა. 12 ოქტომბერს არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც არსებულ მდგომარეობაზე დეტალურად იქნება საუბარი" - ამბობს კახა კალაძე.

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხევაზე თბილისის 2 ბაღი ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 28 ოქტმბერს თქვა, რომ აჭარის გარდა, 12 ოქტომბერს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას განაახლებდნენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი