დაკვირვებებს ვაწარმოებთ თბილისში იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება - ტიკარაძე მოსალოდნელ შეზღუდვებზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით ამ ეტაპზე თბილისში შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი საყურადღებოა და აკვირდებიან იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს .

დედაქალაქში გვაქვს ჩვენ საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც საყურადღებოა და ასევე, დედაქალაქის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის" - განაცხადა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ:

მივიღეთ გადაწყვეტილება სასწრაფო დახმარების ექიმებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში, როგორც გამოვლენის პერიოდში, ასევე ვიდრე დადგინდება დიაგნოზი, ტესტირება, რომელიც დღემდე იყო ორ კვირაში ერთხელ ექიმების ჯგუფში, შევამციროთ ეს დრო და ყოველ 72 საათში მოხდეს სასწრაფო, გადაუდებელი ექიმების ტესტირება- ამბობს ტიკარაძე.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 24 საათში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 6 პაციენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი