უკვე შემოვიდა გრიპის 25 000 ვაქცინა და დამატებით 110 000 დოზასაც შევიძენთ - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დამატებით 25 000 ფრანგული წარმოების გრიპის ვაქცინა შემოიტანეს და, პირველ რიგში, ის რისკ-ჯგუფებზე განაწილდება.

ვაქცინა დღეს უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს გრიპის ვაქცინის 135 000 დოზაზე აქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 000 დოზა 23 ოქტომბრისთვის შემოვა საქართველოში. პირველ ეტაპზე ვაქცინით ისარგებლებენ ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფებში შემავალი პირები - ორსულები, მოხუცთა სახლის ბინადრები, ბავშვთა სახლის ბინადრები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი. ასევე, შიდსიანი ავადმყოფები, ჰეპატიტით დაავადებულებები, დიალიზიანი ავადმყოფები. ამ ჯგუფებზე განაწილდება უკვე შემოტანილი 25 000 გრიპის ვაქცინა. დანარჩენი რისკ-ჯგუფები აიცრებიან 110 000 დამატებითი დოზით. მათში მოიაზრება სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, - ამბობს გამყრელიძე.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს კომპანიებთან, რომ დამატებით 100 000 დოზა შეიძინოს - ეს იგეგმება ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის შუა რიცხვებისთვის. შარშანდელ მოცულობასთან შედარებით, გრიპის ვაქცინების რაოდენობა, ამ გზით, გასამმაგდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი