ვინ არის კირიონი - მთავარი მოწმე, რომელსაც პროკურატურა კარტოგრაფების წინააღმდეგ იყენებს

გამოქვეყნდა:

ვინ არის მამა კირიონი, მთავარი მოწმე, რომელსაც პროკურატურა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ იყენებს?! დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი პროკურატურისთვის  ერთადერთია, ვინც ჩვენებაში  წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დაკავებულ ადამიანებს ბრალდებებს უყენებს.

და მაინც, ვინ არის  კირიონი,  რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ერთდროულად კარგად ერკევევა კარტოგრაფიაშიც, საქართველო-აზერბაიჯანის მრავალწლიან დაუსრულებელ, შეუთანხმებელ მოლაპარაკებებშიც და გასაკუთრებით იმაში, როგორ ეფექტურად დაიცვას საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. ალბათ,  ამავე ინტერესების გამო დააგვიანა 6 წელი და სამშობლოს ღალატითა და  დავითგარეჯის დაკარგვით შეშფოთებულმა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მაინცდამაინც არჩევნებამდე სამი კვირით ადრე - "მოჯოკრა".

გოჩა ბარნოვი, რომელიც წლებია, საპატრიარქოს კარის თამაშებს აქტიურად აკვირდება, დარწმუნებულია, რომ საქართველოს საპატრიარქო სრულად იზიარებს მამა კირიონის პოზიციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ასე თავისუფლად ვერ ისაუბრებდა. იმისაც სჯერა, რომ მამა კირიონი, უნდა ეს მას თუ არა, თავისი განცხადებებით საქართველოს საახელმწიფოს ყველაზე დიდი მტრის - რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. 

ოფიციალურიო დოკუმენტებით, მამა კირიონს, იგივე ზაზა ონიანს ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი ვერაზე და ამავე მისამართზეა რეგისტრირებული მისი რძალი უთურგაშვილი ნატალია, რომელსაც, თავის მხრივ ეკუთვნის ბინა დიღომში, ავტოფარეხები და, ამის გარდა, დირექტორია კლინიკა "მედიკალში".

საქართველოს საპატრიარქო კი ამ დრომდე დუმს და არ იყენებს თავის პრივილეგირებულ რესურსებბს და არც მილიონობით ლარის ფინანსებს, სპეციალისტები ჩართოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში და ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოჰფინოს გარეჯის პრობლემატურ საკითს. 

ავტორი: ნანიკო სისვაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი