არაზუსტი ტესტები, დაგვიანებული პასუხები, ცდომილება საერთო შედეგში - ტესტების სკანდალი თბილისში

გამოქვეყნდა:

გენეტიკოსი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი იმ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რომელსაც კოვიდ ტესტების პროგრამაში ჩართული სპეციალისტები უნდა გრძნობდნენ. ირკვევა, რომ ლაბორატორიების უმრაველსობა ტესტებს სრული სიზუსტით ვერ ატარებს, შეცდომებს ინფიცირებულების ზრდა მოჰყვება,  დაგვიანებულ პასუხებს კი ცდომილება საერთო შედეგში. სწორედ ამის გამო, ამირან გამყრელიძემ ლაბორატორების ხელმძღვანელები   დაავადებათა კონტროლის ცენტრში შეკრიბა და მკაცრად გააფრთხილა. მან კლინიკებსა და ლაბორატორიებს  მეტი მობილიზებისა და სიზუსტისკენ მოუწოდა. თუმცა შეხვედრაზე იყვნენ ისეთებიც, ვინც შეცდომებში პრობლემას ვერ ხედავს. 

მთავარი არხის კთხვაზე, რატომ დაიბარეს ლაბორატორიების ხლემძღვანელები, პაატა იმანძე პასუხობს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე  პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ პანდემიის ახალ ტალღას ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი ხვდება.

სიტუაცია კლინიკებსა და ლაბორატორიებში ნელ-ნელა უმართავი ხდება.  სწრაფი  ტესტები, სულაც აღარ არის სწრაფი და მოქალაქეებს პასუხის გასაგებად 24 საათის ნაცვლად, ხშირად რამდენიმე დღე სჭირდებათ. ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ლაბორატორიებს წერილები გაუგზავნა. 

შექმნილი არეულობის პარალელურად , ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურად  გვიმტკიცებენ, რომ ისინი ინფექციის გავრცელებას ეფექტურად ებრძვიან და სიტუაციას სრულად აკონტროლებენ, თუმცა, ბოლო დროს,  ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების  კატასტროფულად გაზრდილი რიცხვი, ჯიუტად ამტკიცებს საპირისპიროს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი