ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა დადასტურდა - გარდაიცვალა 2 პაციენტი

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 86  ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში COVID-19-ის ტესტი 285 ადამიანს ჩაუტარდა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაურთის ჰოსპიტალში მკურნალობას 158 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს, მათგან 28 მძიმე მდგომარეობაშია.

შტაბი წერს, რომ 11 ოქტომბერს ჰოსპიტალში 76 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც სუნთქვის პრობლემებთან ერთად გულის უკმარისობა აწუხებდა. 

11 ოქტომბერს ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი, 51 წლის კაცი გარდაიცვალა, არსებული ინფორმაციით, მას გულის უკმარისობა და რესპირატორული დაავადება ჰქონდა. 

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 343-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 854 ადამიანი, გარდაცვლილია 23.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი