
მსოფლიოში პირველად, ნიდერლანდებში კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირებულის პირველი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდაცვლილი ქალია, რომელსაც თანმხლები დაავადებებთან ერთად, იმუნოდეფიციტიც ჰქონდა. პაციენტი 89 წლის იყო. კორონავირუსით პირველ და მეორე ინფიცირებას შორის ინტერვალი ორი თვე იყო. ამის შესახებ ჰოლანდიური გამოცემა bnonews. იტყობინება. რამდენიმე დღეში ინფიცირებულის მდგომარეობა გაუარესდა,ჰოსპიტალში გადაყვანიდან მეორე დღეს კი გარდაიცვალა.
როგორც ვირუსოლოგები განმარტავენ, კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირდებიან ადამიანები, რომლებსაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ.