TV პირველის ჟურნალისტს COVID-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ტვ "პირველის" ჟურნალისტს სიმონ შანავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან "ფეისბუქზე" თავად დაწერა. მან ის სიმპტომებიც ჩამოთვალა, რაც ვირუსის დადასტურების დღიდან აქვს.
როგორც ჟურნალისტი წერს, პირველი სიმპტომი 6 დღის წინ აღენიშნა.

დღე 1.
ვიგრძენი ყელის ტკივილი, მაგრამ 2 საათში გამიარა.

დღე 2.
თავის საშინელმა ტკივილმა შემაწუხა.

დღე 3.
მომცა სიცხე 37.3 .

დღე 4.
დავკარგე ყნოსვის შეგრძნება.

დღე 5.
ყნოსვასთან ერთად გემოს შეგრძნებაც დავკარგე.

დღე 6 .
არ მაქვს სიცხე, არც ყელი მტკივა და არც ვახველებ, უბრალოდ, სუნს და გემოს ვერ ვგრძნობ” ,- წერს შანავა "ფეისბუქზე".

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტი კორონავირუსით ინფიცირდა. რუსთავი 2-ის თეონა ცხომელიძე და ტვ-პირველის ვიკა ბუკია, უკვე გამოჯანმრთელდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი