შსს-მ თაღლითობისთვის დედა-შვილი დააკავა

გამოქვეყნდა:

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით დედა-შვილი დააკავა, რომლებიც მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდნენ, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

30-ზე მეტ მოქალაქეს ისინი დაპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში, ასევე ბინებით უზრუნველჰყოფის პროგრამაში ჩართვაში. გამოართვეს და მიითვისეს თანხები 2 000 ლარიდან - 10 000 აშშ დოლარამდე.

გარდა ამისა, ბრალდებულებმა, თითქოსდა მისაღებ საცხოვრებელ ფართებში ავეჯის განთავსების სანაცვლოდ, ამავე მოქალაქეებისაგან დამატებით, მოტყუებით მიითვისეს ფული - 500-500 ლარის ოდენობით. - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი