ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 38 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, ჯამში ინფიცირებულია 38 049 049 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 28 608 404 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია - 1 085 482 პირი.
პანდემიით მსოფლიოში ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ხუთეული ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით შემდეგია: ამერიკა, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და კოლუმბია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.