გარდაბანში, მაღაზიის კედელი დაანგრიეს და გაქურდეს

გამოქვეყნდა:

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში გამთენიისას სასურსათო მაღაზია გაქურდეს. სავარაუდოდ, დამნაშავეებმა ჯერ მაღაზიის კედელი დაანგრიეს და შიგნით ისე შვიდნენ. წაღებულია ძვირადღირებული სასმელი და სხვა პროდუქტი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეში, სოფელში რამდენიმე სახლი გაიქურდა, თუმცა დაკავებული არავინაა. 

ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი