შაქარაშვილის საქმე - სასამართლო დღეს ბრალდებულებს მოუსმენს

გამოქვეყნდა:

მცხეთის რაიონული სასამართლო დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს მოუსმენს. საუბარია "ტოიოტა ქამრისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილში მსხდომ ბრალდებულებზე.

სასამართლოშია უკვე მიიყვანეს 4 ბრალდებული - ირაკლი მუმლაძე, თენგო ბარბაქაძე, ვახო ჩიქოვანი და ვასო მახარაძე.

დაცვის მხარეს აინტერესებს რა როლი შეასრულეს მათ მკვლელობის ღამეს, ბრალდება კი დაკავებულებს ჯვარედინი წესით გამოკითხავს, რაც დამაზუსტებელი კითხვების დასმას გულისხმობს.

სავარაუდოდ დღეს, ის არასრულწლოვნებიც დაიკითხებიან, რომელთა საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არც სახელმწიფო ბრალდებას აქვს.

ის, რაც ერთის მხრივ დაადასტურეს დაზარალებულებმა რომ არ მოსვლიათ კონფლიქტი ორ პირთან, რომლებმაც გამოართვეს ტელეფონის ნომერი, რომ არ ჰქონიათ რამე სახის დაპირისპირება, არ ყოფილა ჯგუფური ორგანიზება, შესაბამისად ჩვენ გვექნება კითხვები - ამბობს ზაქარია გვიშიანი არასრულწლოვანი ლ.შ-ს ადვოკატი

რაც შეეხება პროკურატურას. ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ დღეს ყველა ბრალდებული დაიკითხება, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ მათ მიმართ გამამაგტყუნებელი განაჩენი დადგება.

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი