კახეთის გზატკეცილზე, კომპანია ბროლის ოფისში რამდენიმესაათიანი სპეცოპარაცია დასრულდა.
ადგილზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სამართალდამცველები დილიდან კომპანია "ბროლის" ოფისში შევიდნენ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი ოპერაციის დროს, ჯერ ჯერობით არავინ დაუკავებიათ.
კომპანია ბროლის დამფუძნებელი არაბი ბიზნესმენია, რომელიც ახლა საქართველოს მოქალაქეა. რას უკავშირდება სპეცოპერაცია ამ დროისთვის უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, კომპანია ერთ -ერთ ოპოზიციურ პარტიას აფინანსებდა, რასაც ხელისუფლების რადიკალური გადაწყვეტილება მოჰყვა. კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკურ ორგანიზაცია "ევროატლანტიკურ ვექტორთან" თანამშრომლობენ და მარნეულსა და გარდაბანში ერთობლივი შეხვედრები ჰქონდათ დაგეგმილი:
ჩვენ ვუკავშირებთ ამას უშუალოდ რომ სუს-ი აქტიურად უსმენს ჩვენს სატელეფონო საუბრებს. მათ პრევენცია განახორციელეს , რომ ჩვენთვის ჩაეშალათ ეს შეხვედრები, ხოლო მეორე მომენტია, რომ ყველა მეწარმეს ამ კრიზისის პერიოდში ლეგალიზებულია ბიზნეს ტერორი - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
პროკურატურის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ფულის გათეთრების ტრანსნაციონალურ დანაშაულს უკავშირდება:
აღნიშნული საქმის ფარგლებში რამდენიმე ობიექტზე ჩატარდა საგამოძოებო მოქმედება- ჩხრეკა. ამოღებულ იქნა სხვადსხვა სახის დოკუმენტაცია - ამბობს პროკურორი.
მისი განმარტებით სპეცრაზმის გამოძახება, ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტაციის უსაფრთხოდ წასაღებად გახდა საჭირო.
კომპანია ბროლი სამშენებლო მასალების იმპორტიორია.