საპატრიარქოს პირადი პატიმარი - დეკანოზი მამალაძე ხუთშაბათს "ავერსის" კლინიკაში გადაჰყავთ

გამოქვეყნდა:

ციანიდის სკანდალურ საქმეზე მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.  სასულიერო პირის ოჯახი დამატებითი კვლევების ჩატარებას ითხოვს, რომელიც მხოლოდ კვალიფიციურ კლინიკაშია შესაძლებელი. 

გიორგი მამალაძის ახლობლებმა უკვე მიმართეს სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალს, სადაც პატიმრის გადაყვანას ითხოვენ. 

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია: ხუთშაბათს დეკანოზს არა ნიუ ჰოსპიტალში,არამედ "ავერსის" კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდება. ამ კვლევების ჩატარებას დეკანოზის ოჯახი, ორი წელია, ითხოვს და არაერთი აქციაც გამართა.გამოკვლევების შემდეგ მედიკოსები გადაწყვეტენ, დატოვონ ის კლინიკაში თუ არა.

ჯანმრთელობის პირობების გამო დეკანოზის ოჯახი მისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვდა, თუმცა, ბოლო ორმა პრეზიდენტმა ამაზე უარი თქვა. 

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის10 თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.  ციხეში ყოფნის შედეგად დეკანოზის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, თუმცა, საპატრიარქოს ხელისუფლებისთვის მისი შეწყალების რეკომენდაციით ამ დრომდე არ მიუმართავს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი