
თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც "მთავარს" მერიაში უთხრეს, ინფიცირებული კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურში მუშაობს. პრესსამსხურის ინფორმაციით, ახლო კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან, მათ ტესტირებაც ჩაუტარდათ, თუმცა ინფექცია სხვას არავის დადასტურებია. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შენობას დეზინფექციაც ჩაუტარდა.