ხიდაშელის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები - მისი ჩვენება და ინტერვიუ სხვადასხვაა

გამოქვეყნდა:

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის, ჩვენების სანდოობა ეჭვქვეშ დგება. როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატები ამბობენ, ხიდაშელის ჩვენება შინაარსობრივად არ ემთხვევა მის სატელევიზიო ინტერვიუებს. 

გარეჯის საქმის რუკების მთავარი წყარო, ხიდაშელი, ჩვენებაში ამბობს, რომ მას დაუკავშირდა ნაცნობი, ბეჟან მაიუსრაძე, რომელმაც რუკების მოპოვება სთხოვა. სატელევიზიო ინტერვიუებში კი ამტკიცებს, რომ რუკების მოძიება ბიძინა ივანიშვილმა დაავალა. 

ხიდაშელის გუშინდელი ინტერვიუ ცალსახად წინააღმდეგობაშია მისსავე ჩვენებასთან. რუკებით დაინტერესებაზე საუბრისას, ის 2 სხვადასხვა პიროვნებას და, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს ასახელებს, - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 29 სექტემბერს ნიკა გვარამიმ თქვა, რომ აქვს ინფორმაცია, ვინმე დავით ხიდაშელზე, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის კარტოგრაფიული რუკები, რომელიც რუსეთში ინახებოდა, საქართველოს ხელისუფლებას გადასცა იმ მიზნით, თითქოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ისინი გადამალული ჰქონდა, სინამდვილეში კი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს რუკები საქართველოს არასდროს ჰქონია.

ხიდაშელი, წლების განმავლობაში უმსხვილეს რუსულ კორპორაცია "სისტემას" მართავდა და მასთან ერთად მუშაობდა ვინმე მუბარაშკინიც, იურიდიული განხრით. ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და წამყვან თანამდებობებსაც მათი ხელდასხმული პირები იკავებენ. 

"ფორმულას" ინფორმაციით, მუბარაშკინი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა რუსეთის საგარეო დაზვერვის ადგილობრივი რეზიდენტურების კოორდინაციის კუთხით, მათ შორის, ბელგიაში. ხიდაშელი კი, წლების განმავლობაში მასთან აქტიურ კონტაქტზე მყოფი პირია.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი