"ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძეს ხუთშაბათს "ავერსის" კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც მას გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ციხის საავადმყოფოში ვეღარ მკურნალობენ. დეკანოზის ოჯახი პატიმრის გადაყვანას "ნიუ ჰოსპიტალში" ითხოვს. როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, მის ძმას უკვე დიდი ხანია გადაადგილება და ჯდომა აღარ შეუძლია - გადაადგილებაზე საუბარი ზედმეტია, ამ დროის მანძილზე ჯდომაც არ შეუძლია, წოლით რეჟიმში განაგრძობს უკანონო პატიმრობას - ამბობს თორნიკე მამალაძე
შვილის გადარჩენას ითხოვს დეკანოზის მამა და ამბობს, რომ მისი შვილის გათავისუფლება საპატრიარქოს არ აწყობს:
მოლოდინები გვქონდა, მაგრამ ყველა გაქარწყლდა, ვის უნდა ვენდოთ? ვიცი რომ რაღაც ჯგუფია შექმნილი საპატრიარქოში, რომელიც ზემოქმედებს ყველაფერზე და არ უნდათ რომ გამოუშვან - ამბობს დეკანოზის მამა.
მამა გიორგი მამალაძე უკვე 3 წელი და 8 თვეა სასჯელს იხდის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 2 წელია გაუარესდა და დამძიმდა.