კორონავირუსი იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე ტუბერკულიოზი, შიდსი, მალარია...- გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ COVID-19-მა, რომელმაც უკვე მილიონი ადამიანი შეიწირა, გაზაფხულამდე კიდევ ერთ მილიონს შეიწირავს.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ მოქალაქეებს მოუწოდა პირბადე არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც ატარონ. მისი თქმით, პირბადე, ვაქცინისა და წამლის დამტკიცებამდე ერთადერთი დამცავი საშუალებაა.

მოგიწოდებთ, უკვე ცივ პერიოდში, ღია სივრცეშიც ატარეთ ყველამ პირბადე. ის 50-დან 75 %-მდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს - ამბობს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძე ისევ მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან, სუფრებისა და ქორწილებისგან:

კორონავირუსი სერიოზული დაავადებაა, ის იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე ტუბერკულიოზი, შიდსი, მალარია, ჰეპატიტი. კორონა მათ გადაასწრებს. თქვა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 680 ახალი  შემთხვევა დადასტურდა  და 7 გარდაიცვალა. 

მსოფლიოში ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა და 1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი