მკვლელობა თუ ავტოსაგზაო შემთხვევა? - "საია" თორნიკე მერებაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

თორნიკე მერებაშვილი საქმეში არსებული გარემოებები პროკურატურის ვერსიას საეჭვოს ხდის და გამოძიების არაეფექტიანობას ადასტურებს - განცხადებას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროკურატურამ საქმე სრულყოფილად არ შეისწავლა და ახალგაზრდას სიკვდილის რეალური მიზეზი გამოძიებული არ არის. საქმეში გავლენიანი სამართალდამცველები ფიგურირებენ.

მერებაშვილების ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მათი შვილი ავარიის შედეგად არ გარდაცვლილა და ის მოკლეს.

შემთხვევა 2018 წლის 6 ივლისს მოხდა. თორნიკე მერებაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვნეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, თუმცა საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. პროკურატურის ვერსიით, გზაზე მიმავალ თორნიკე მერებაშვილს ავტომანქანამ შემთხვევით გადაურა.

"საიას" განცხადება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი