სამეგრელოს 107-ვე საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთების კვოტა სპეციალური საჭიროებების მქონე მოქალაქეებს წინასწარ შევსებული დახვდათ.
ამომრჩევლები, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ და კანონის თანახმად ცესკომ მათი მონაწილეობა არჩევნებში ბინაზე მისვლით უნდა უზრუნველყოს, სავარაუდოდ ხმის უფლების გარეშე დარჩებიან.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ გადასატანი ყუთების სიაში, მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერები მოხვდნენ, თანაც ისეთები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილებაც შეუძლია.
შეგახსენებთ, საარჩევნო ყუთებით არჩევნების გაყალბების მცდელობა ოპოზიციამ ქუთაისშიც გამოააშკარავა.
ავტორი: ემა გოგოხია