მმართველი გუნდი ქუთაისში სავარაუდოდ არჩევნების მასშტაბურ გაყალბებას გეგმავს. ოპოზიცია გადასატანი ყუთებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სიაში, ვინც გადასატანი ყუთით უნდა ისარგებლოს, მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები ჩაწერეს. იმ ადამიანებს კი ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ, ეუბნებიან, რომ კვოტა უკვე შევსებულია.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 3%-ს შეუძლია ისარგებლოს გადასატანი ყუთით.
ერთ-ერთი ამომრჩეველი, რომელმაც 31 ოქტომბერს გადასატანი ყუთით უნდა ისარგებლოს ამბობს, რომ განცხადება მას არ დაუწერია და არც ის იცის ვინ შეიყვანა სიაში.
„ეს არის ბოლო გაფართხალება ქართული ოცნების, მაგრამ მინდა დავარწმუნო, რომ ვერ უშველის მათ ეს“ - ამბობს, ქუთაისის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ , გიგა შუშანია.
გადასატანი ყუთებით მანიპულირების გეგმა ხელისუფლებას სავარაუდოდ თბილისშიც შემუშავებული აქვს. ოპოზიციის ინფორმაციით, ყუთების რაოდენობა რეკორდულად არის გაზრდილი