ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავძლიოთ უფლისგან მოვლენილი განსაცდელი - ილია მეორე კორონავირუსზე

გამოქვეყნდა:

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, ეპიდემიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ განსაცდელის გადასალახავად. 

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს. იმედია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დასძლევს ამ განსაცდელს. მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ხელისუფლებას და ვთხოვ, მიულოცონ მრევლს ეს დღესასწაული, - თქვა ილია მეორემ.

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას წილხვედრობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, "შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, ჩამოტანილი იქნა კვართი მაცხოვრისა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი