პანდემია პიკზეა - აჭარიდან საფრთხემ დედაქალაქში გადმოინაცვლა

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი პიკზეა. ტრანსპორტში, დახურულ სივრცესა და ბაზრობებზე, სადაც ინფექციის გავრცელების რიკი ყველაზე მაღალია, რეგულაციები ამ დრომდე ვერ, ან არ სრულდება. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში სიტუაციას არავინ აკონტროლებს

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა მაჩვენებლებით ახლა დედაქალაქი ლიდერობს. საგანგაშო სტატისტიკის გამო, არ არის გამორიცხული მთავრობამ ფართომასშტაბიანი შეზღუდვები შემოიღოს, თუმცა ჯერჯერობით განაცხადი მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე გაკეთდა. 

ეპიდემიის პირველ ეტაპი გაცილებით მსუბუქი იყო, მაგრამ მაშინ მთავრობამ მთელი ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ახლა, როცა მეორე ტალღის სიმძიმეს ქვეყანა ვეღარ უმკლავდება, პრობლემების აღიარება არავის სურს.

ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნაზე საუბრისას, ეკატერინე ტიკარაძეს არ უღიარებია, რომ ქვეყანა სრულ კრიზისშია. უმძიმესი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის ადგილი დედაქალაქთან ერთად, არცერთ გარშემომყოფ ქალაქებში დარჩა. აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სისტემას უკვე არც საწოლფონდი და არც მძიმე პაციენტების განკურნების რესურსი დარჩა. 

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ს შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 680 ადამიანი კი დაინფიცირდა. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ საფრთხემ ახლა დედაქალაქში გადმოინაცვლა. 

ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობა ყველაზე დიდ სისუსტეს კრიზისის დროს იჩენს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი