49 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა შედარებით ნაკლები რაოდენობა დადგინდა. ბოლო 24 საათში 134 გატესტილი ადამიანიდან, ვირუსი 49-ს გამოუვლინდა.
სულ ჯამში, ე.წ ოპერატიული შტაბის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში 2470 ადამიანია ინფიცირებული ახალი კორონავირუსით, გარდაიცვალა 23, ხოლო გამოჯანმრთელდა 1100. 

გუდაუთაში კი, ამ დროისთვის, 247 მკურნალობს, სიდანაც 18 კრიტიკული პაციენტია, 25 კი მსუბუქი.  

შეგახსენებთ, რომ დანარჩენ საქართველოში, დღეს 680 ინფიცირება გამოვლინდა. ბოლო 24 საათში კი, გარდაიცვალა 7 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 13521
  • გამოჯანმრთელებულია - 7159;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 109;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5590
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1393
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი