დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ოჯახის თხოვნით, საავადმყოფოში ხვალ გადაიყვანენ

გამოქვეყნდა:

მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. დეკანოზი თვეებია საწოლს არის მიჯაჭვული.

ოჯახის მოთხოვნით, "ოცნებისა" და საპატრიარქოს პირადი პატიმარი, სრულყოფილი გამოკვლევების ჩასატარებლად ხვალ კლინიკაში გადაჰყავთ. მამალაძეები ასევე მოითხოვენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მღვდელი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსის გასავლელად დატოვონ.  

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, მათ რამდენჯერმე მოითხოვეს, რომ კვლევა ჩატარებოდა მამალაძეს, რადგან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო კარგი და ამას ადასტურებდა სამედიცინო ბარათიც. 

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის10 თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება - ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.  ციხეში ყოფნის შედეგად დეკანოზის მდგომარეობა გაურესდა, თუმცა, საპატრიარქოს ხელისუფლებისთვის მისი შეწყალების რეკომენდაციით ამ დრომდე არ მიუმართავს.

ის მათ შორის ორჯერ არ შეიწყალა ჯერ გიორგი მარგველაშვილმა, ხოლო შემდგემ ახლანელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი