თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფომრმაციას სკოლა თავის Facbook-ის გვერდზე ავრცელებს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბოლოს სკოლაში, პარასკევს იყო, სიმპტომები კი, სკოლის ცნობით, კვირას გამოუვლინდა.
სკოლისვე ინფორმაციით, სწავლა 21 ოქტომბრამდე დისტანციურად გაგრძელდება.
შეგახსენებთ, საკლასო ოთახებში საწავლება პირველი ოქტომბრიდან 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის განახლდა.
აქვე, საქართველოში, დღეს 680 ინფიცირება გამოვლინდა. ბოლო 24 საათში კი, გარდაიცვალა 7 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.