კიდევ ერთი სკოლის დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობს - თბილისის 186-ე საჯარო სკოლის დირექტორმა 8 სექტემბერს, მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ აღმოაჩინა რომ სკოლაში მის ნაცვლად, სხვა დირექტორი დანიშნეს.
მაია გრიგოლია დარწმუნებულია, რომ ის საკუთარი პოლიტიკური გემოვნების გამო დასაჯეს, რადგან არასდროს მორიდებია ხელისუფლების კრიტიკას საჯარო და სოციალურ სივრცეში.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობენ მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლების დირექტორები.