"უნდა გამეკეთებინა სიები, ვინ იყო მხარდამჭერი, ვინ მოწინააღმდეგე" - ზეწოლა სკოლის დირექტორებზე

გამოქვეყნდა:

მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან 6 სკოლის დირექტორია გათავისუფლებული. ნაწილი მათგანი ამ ყველაფერს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ ისინი ოპოზიციის მხარდაჭერის გამო დასაჯა:

მე ვარ ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერი და ეს არის მიზეზი. ზეწოლა ყოველთვის იყო, რომ უნდა გამეკეთებინა სიები, ვინ იყო მხარდამჭერი, ვინ მოწინააღმდეგე. მე ამას არასოდეს ვაკეთებდი და ზუსტად ეს გახდა ჩემი გათავისუფლების საფუძველი - ამბობს რამინ ჩიტიშვილი, წეროვნის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი.

მისივე თქმით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვა უბრალოდ დროში დაემთხვა, თუმცა ასე არ ფიქრობს ნანა ტაველური, რომელიც წილკნის სკოლის ყოფილი დირექტორია და ამბობს, რომ თანამდებობიდან დავის გასვლის გამო გაუშვეს. ტაველური პოლიტიკურ მოტივს კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და უახლოეს მომავალში ახალ თანამდებობას ელოდება.

მცხეთა მთიანეთში სულ14 სკოლის დირექტორს გაუვიდა თანამდებობაზე ყოფნის ვადა. მათგან რვამ- ხელახლა გადანიშვნის პირობა მიიღო. იგივე პირობა მისცეს განათლების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, სოფელ გალავნის სკოლის ყოფილ დირექტორსაც. 

🇬🇪 🇪🇺 საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი