ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ჯერჯერობით უცნობია წაღებულია თუ არა თანხა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კრიმინალურმა პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან წაიღო."მთავარი"დეტალებს შსს-ში არკვევს.